არალეგალური ლუდის საწარმო ბორჯომში – სურსათის სააგენტომ 800 ლიტრი პროდუქცია ამოიღო

ბორჯომში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. „შპს ხარაზი“, რომელიც რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, მოქალაქის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე არაგეგმური შემოწმებისას გამოვლინდა.
ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ წარმოებისას სერიოზულად იყო დარღვეული ჰიგიენური ნორმები. სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე 800 ლიტრი ლუდი და ბურახი ამოიღეს და დალუქეს.
მეწარმეს შეფარდა ჯარიმა და საწარმოს მუშაობა შეჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, დაიცვან რეგულაციები და წარმოება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში წარმართონ.