ახალგაზრდა პარაოლიმპიელები თურქეთიდან ოთხი მედლით დაბრუნდნენ

თურქეთში გამართული ახალგაზრდული პარალიმპიური ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ოთხი მედლით დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს გულშემატკივრები საზეიმოდ დახვდნენ.
ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს პარატაეკვონდოისტებმა ანა ჯაფარიძემ და ნატა ოჩიგავამ. ვერცხლი სანდრო მეგრელიშვილმა დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოს მედლით ცურვაში ზაკო მუშკუდიანი დაბრუნდა.
მნიშვნელოვანი წარმატება მოწმობს ახალგაზრდული პარალიმპიური სპორტის მზარდ პოტენციალს და იმ შრომის შედეგს, რომელიც როგორც სპორტსმენებმა, ისე მათმა მწვრთნელებმა გაიღეს.