ქვემო ქართლსა და იმერეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლსა და იმერეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარსა და ხრამზე მოქალაქეებმა აკრძალული მეთოდით დაახლოებით 6 კგ ხრამული მოიპოვეს, ხოლო თერჯოლაში – დაახლოებით 3 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

საქმეები სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით უკანონო თევზჭერის 85 ფაქტია გამოვლენილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading