საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს მიწების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

🔹 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით მოახერხეს სამი მიწის ნაკვეთის – საერთო ჯამში 8 041 მ² ფართობის – მოტყუებით რეგისტრაცია საკუთრებად, რომელთა ღირებულება 496 000 ლარს შეადგენს.

🔹 მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია, ხოლო მიმდინარეა სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.

🔹 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე (ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება) და 180-ე მუხლებით (თაღლითობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

⚖️ საგამოძიებო სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისებისა და თაღლითური სქემების გამოვლენის მიმართულებით.
