საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს

 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, დღეს მღვდელმთავრების განსაკუთრებული შეხვედრა არ იგეგმება და გაფართოებული კრების თარიღიც არ განისაზღვრება. უწყების ინფორმაციით, საპატრიარქოში ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი მიმდინარეობს.

„მედიასივრცეში გავრცელებული ვარაუდებიდან და არაზუსტი ინფორმაციიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading