ვიცე-პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 30-წლიანი სამსახურისთვის დააჯილდოვა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების გენერლები, ოფიცრები, სერჟანტები და სამოქალაქო პირები 30-წლიანი ღირსეული სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.
მინისტრმა დაჯილდოებულებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ხაზი გაუსვა მათ მრავალწლიან თავდადებულ სამსახურს.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.