შს მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრასტრუქტურა და სამომავლო გეგმები დაათვალიერა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან და რეგიონული ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მოინახულა სამსახურის სასწავლო ცენტრი, დაათვალიერა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და გაიცნო ბაზაზე განხორციელებული სიახლეები.

მუშაობის ფარგლებში გეკა გელაძე გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის განკუთვნილ სახანძრო-სამაშველო ტექნიკასა და სპეციალურ აღჭურვილობას.

შეხვედრაზე, რომელიც სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან გაიმართა, მინისტრს წარედგინა ინფორმაცია უწყების საქმიანობის შესახებ. გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებზე და გამოხატა მზადყოფნა, მხარდაჭერა გაუწიოს სამსახურის სამომავლო პროექტების განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე დაათვალიერა ოპერატიული მართვის ცენტრი და ადგილზე მიიღო ინფორმაცია გადაუდებელი დახმარებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მუშაობის შესახებ. მან ოპერატორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading