თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს შემდეგი სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „კლეფედრონი“, „მდმა“, „მარიხუანა“ და 122 ძირი მცენარე „კანაფი“.

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალებიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულებს 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading