მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის წარმატება ქართული ენის კონკურსში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული მასწავლებლები დააჯილდოვა.
მინისტრის განცხადებით, ქართული ენის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ხოლო დიასპორის პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეების განათლებას უწყობს ხელს.
კონკურსში, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი პროექტები წარმოადგინეს, ჯამში 12 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ შორის საუკეთესოდ აღიარეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის და მათი პედაგოგის ლალი მარგიანის მიერ შექმნილი ქართული ენის დაცვისადმი მიძღვნილი კონცეფცია.
დაჯილდოებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.