მარნეულში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

მორიგი შეხვედრა მარნეულში, პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა, სადაც ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი 130-ზე მეტ აბიტურიენტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ რეგისტრაციის პროცედურებზე, ვადებსა და საგანმანათლებლო პროგრამების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე.

ხაზი გაესვა, რომ პროგრამების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ჩარიცხვის შედეგზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading