ჯანდაცვა აფართოებს ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას

ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად სახელმწიფო დაფინანსებით სერვისები ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ.

მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ექიმებსა და კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც პროგრამაში ჩართვის ინტერესს გამოთქვამენ.

პროგრამა მოიცავს სპინალური კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მონიტორინგსა და მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას.

ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ მიიღონ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაციები, ასევე სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading