ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის ბიზნეს დელეგაციასთან

2025 წლის 2 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის ბიზნეს დელეგაციასთან, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სექტორში მოღვაწე 10-მდე წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელს.

მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის განვითარების, ბიზნეს კავშირების გაფართოების, ასევე საქართველოს სხვადასხვა დარგებში ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების, ლოგისტიკის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე. განხილულ იქნა კონკრეტული ბიზნეს წინადადებები და მათი საქართველოში სამომავლო განხორციელების პერპსექტივები.

მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მჭიდრო კომუნიკაცია განხილული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading