უნგრეთში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ნაკრებს სამი მედალი აქვს

უნგრეთში მიმდინარე ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო.

ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ტურნირის ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ ორთაბრძოლაში ტაჯიკი სპორტსმენი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. გამყრელიძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა წარმატებით დაასრულა.

გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოს მედალი აიღო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ალიბეგ მალიბეგოვი დაამარცხა.

აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) ასევე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ირანელი აბბას იბრაჰიმზადეჰი სძლია.

საქართველოს ნაკრების წევრები სარეიტინგო ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading