ვაზიანში Agile Spirit 2025-ის კულმინაციური საველე სწავლება ჩატარდა

Agile Spirit 2025-ის ფარგლებში, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონის ქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით გაიმართა.

სწავლებას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის შტაბის მეთაური ბრიგადის გენერალი კრის მარშალი და სხვა ოფიციალური პირები.

Agile Spirit მეთორმეტედ ტარდება საქართველოში და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading