საგამოძიებო სამსახურმა ივლისში უაქციზო სიგარეტის 18 ფაქტი გამოავლინა
პასუხისგებაში მიეცა 21 პირი, მათგან 10 დაკავებულია.
ამოღებულია 36 234 კოლოფი სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 172 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით, რაც ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.