ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული ა.პ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 2004 წელს დაბადებულ ბ.ფ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.