მარნეულის ტეკვონდოისტების წარმატება ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე

ბათუმში, საქართველოს ტეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ბათუმის ღია ჩემპიონატზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


🥋 ტურნირში მონაწილეობდა 500-მდე სპორტსმენი ყაზახეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან.

🏆 მარნეულელების შედეგები:
✔ 48 კგ: 🥇 გიორგი ხვედელიძე (მწვრთნელი: გიგა გავაშელიშვილი)
✔ 40 კგ: 🥇 სანდრო ინაძე (მწვრთნელი: გიგა გავაშელიშვილი)
✔ 68+ კგ: 🥇 თინათინ ხვედელიძე (მწვრთნელი: გიგა გავაშელიშვილი)
✔ 30 კგ: 🥈 აიდან ნაჯაბოვა (მწვრთნელი: სამირ ბედიევი)
✔ +40 კგ: 🥉 მარიამ ხვედელიძე (მწვრთნელი: გიგა გავაშელიშვილი)
✔ 52 კგ: 🥉 ქეთევან ძირკვაძე (მწვრთნელი: ზაზა უმფრიანი)
Regionnews ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას!




