შემოსავლების სამსახური მამუკა ხაზარაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სიცრუეა მამუკა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე გადაიხადეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება.

უწყების ინფორმაციით, ხაზარაძის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა საგადასახადო დეკლარაციების მოთხოვნით, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის საელჩოსთან საიჯარო ხელშეკრულების არარსებობის შესახებ და შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საკითხის მოკვლევა.

ამ ეტაპზე:
✔ გამოთხოვილია დოკუმენტაცია ხაზარაძის ოჯახისგან
✔ მოთხოვნილია ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატიდან და საჯარო რეესტრიდან, რათა დადგინდეს, არსებობდა თუ არა ხელშეკრულება
✔ მოთხოვნილია საბანკო ჩარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა დადგინდეს რეალური შემოსავლის ოდენობა გერმანიის საელჩოდან

უწყება მოუწოდებს ხაზარაძის ოჯახს, ითანამშრომლოს და დროულად წარმოადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია, რათა მოხდეს საკითხის სრულყოფილი შესწავლა.

📌 მოკვლევა გრძელდება, შედეგების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading