სპორტის მინისტრმა პარათამაშებზე წარმატებული გამოსვლა საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს მიულოცა
საქართველოს შედეგი ტურნირზე:
🥇 ორი ოქრო – ანა ჯაფარიძე და ნატა ოჩიგავა (პარატაეკვონდო)
🥈 ერთი ვერცხლი – სანდრო მეგრელიშვილი (პარატაეკვონდო)
🥉 ერთი ბრინჯაო – ზაკო მუშკუდიანი (პარამოცურვა)
ამ მიღწევით, საქართველო 33 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზე გავიდა.
📌 ეს იყო საქართველოს ახალგაზრდული პარალიმპიური ნაკრების პირველი მონაწილეობა ევროპის თამაშებზე, რომელიც სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
მინისტრის თქმით, ეს წარმატება პარასპორტის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.