რუსთავის სასახლეში არქეოლოგიური აღმოჩენა – მოჭიქული ჭურჭელი და სამარილე

რუსთავის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, V ოთახში აღმოაჩინეს უნიკალური ექსპონატები – მოჭიქული ჯამები და თასი IX-XI საუკუნეებით დათარიღებული, ასევე XI-XII საუკუნეების მოჭიქული სამარილე.
მნიშვნელოვანი აღმოჩენა საინტერესო გარემოში განხორციელდა – არქეოლოგებმა ნივთები პატარა სტუმრების თვალწინ ამოიღეს მიწიდან, რაც კიდევ უფრო ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი გახდა.


ეს აღმოჩენები ხაზს უსვამს რუსთავის შუასაუკუნეების ისტორიულ მნიშვნელობას და მის კულტურულ მემკვიდრეობას.