მარნეულის სპორტსმენების წარმატება ბათუმში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე

1-6 აგვისტოს ბათუმში გაიმართა უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი, სადაც ბულგარეთის, თურქეთის, ირანის, ყაზახეთის, ინდოეთის, სომხეთისა და საქართველოს სპორტსმენებმა იასპარეზეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს:
🥈 ეთიბარ მურადოვი – 52 კგ (ვერცხლი)
🥈 ნამიგ ალიევი – 54 კგ (ვერცხლი)
🥉 ზაჰიდ აგაევი – 56 კგ (ბრინჯაო)
🥉 ილმაზ მიქაილოვი – 48 კგ (ბრინჯაო)
🥉 როიალ დუნიამალიევი – 60 კგ (ბრინჯაო)

სპორტსმენები ტურნირისთვის ფაიკ მამედოვისა და მუშფიგ ალიევის ხელმძღვანელობით ემზადებოდნენ.

Regionnews ულოცავს ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading