ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი დაიწყო.

📌 კონკურსი გამოცხადდა 73 საოლქო კომისიაში, თითოეულში 3 ვაკანტური ადგილია.
📌 საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება მიმდინარეობს 6-7 აგვისტოს, 18:00 საათამდე. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ცესკოში, ასევე ელექტრონული პლატფორმის საშუალებით: konkursi.cec.gov.ge.
📌 გასაუბრებები ჩატარდება ღიად, ლაივ რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.

დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ცესკოს ვებგვერდზე: www.cesko.ge ან დაუკავშირდით კონტაქტ-ჰაბს: 2 51 00 51.

📢 თუ გსურთ არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, არ გამოტოვოთ შანსი!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading