აღსრულების ეროვნული ბიურო „ლელო საქართველოს“ იძულებითი წარმოების შესახებ განმარტებას აკეთებს

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით – პარტია „ლელო საქართველოს“ მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

📌 უწყების განცხადებით, ვალდებულება ეხება სახელმწიფო ბაჟს და ადმინისტრაციულ ჯარიმას, ხოლო ყადაღა ვრცელდება მხოლოდ ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რომელიც არ აღემატება 1500 ლარს და არა მთლიან ანგარიშებზე არსებულ თანხებზე.

ბიუროს განმარტებით, ყველა პროცესი ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სამართლიანობის პრინციპების დაცვითა და ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading