„მტკიცე სული 2025“ დასრულდა – ვაზიანში ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა
ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) დასრულდა მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025). დახურვის ცერემონიალს სწავლების მონაწილეები და ოფიციალური სტუმრები დაესწრნენ.
📌 ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაური, ბრიგადის გენერალი კრის მარშალი, რომლებმაც სამხედროებს წარმატებით დასრულებული სწავლება მიულოცეს და მისი მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ცერემონიის ფარგლებში გაიმართა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოება, ასევე წარმოდგენილი იყო სწავლებაში გამოყენებული სამხედრო ტექნიკა.
Agile Spirit 2025 საქართველოში უკვე მეთორმეტედ ჩატარდა. სწავლება ერთობლივად ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია.
სწავლებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აშშ-ის, თურქეთისა და კიდევ რვა ქვეყნის სამხედროები, მათ შორის ორი მრავალეროვნული ქვედანაყოფი. წვრთნების პროცესს ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
🔹 სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლება, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება.