ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის გზაზე – დაშავებულია 9 ადამიანი
დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ცემენტმზიდი რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა.
📌 მსხვერპლი არ არის, თუმცა 9 ადამიანი, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამჟამად სტაციონარში იმყოფება და დაშავებულებს პირადად აკვირდება. მისი განცხადებით, მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს თითოეულ მათგანს.
ავტოავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.