მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“, რომელსაც ქართული მხარე ხელმძღვანელობს, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარეობს

დღეს JTEC-ის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მაღალი დონის სტუმრებისთვის სწავლების საჩვენებელი დღე გაიმართა. სწავლების პროცესის გასაცნობად JTEC-ში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, მაღალი დონის სტუმრები ნატოს შტაბბინიდან, ნატოს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბიდან (SHAPE), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობიდან…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისთვის წარმატებით ჩატარდა ნატოს სტანდარტებით შექმნილი ხუთდღიანი სასწავლო კურსი „სტრატეგიული ოპერაციები ტერორიზმისა და ამბოხებულთა წინააღმდეგ“

კურსში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს სისტემის 19-მა წარმომადგენელმა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან. კურსის მიზანი იყო მონაწილეთათვის თეორიული ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება, რათა მათ შეძლონ ეფექტურად გაუმკლავდნენ ტერორიზმისა და ამბოხებული მოძრაობებისგან მომდინარე საფრთხეებს. სწავლების შინაარსი ითვალისწინებდა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებისთვის აუცილებელი სტრატეგიული ხედვის, ანალიზისა და ოპერაციული დაგეგმვის უნარების განვითარებას. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს…

წაიკითხეთ მეტი

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ მიმდინარეობს

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო და სწავლების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულა. სწავლების ხელმძღვანელმა, JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში სწავლების სრული სიტუაციური სურათი წარუდგინა და სწავლების კონტროლის, ინტენსივობისა და მასში გამოყენებული სიმულაციური საშუალებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია….

წაიკითხეთ მეტი

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ნატოს სტანდარტებით აღჭურვილმა პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა

სწავლების სცენარის მიხედვით განხორციელდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში (ROLE2F) სპეციალური ტრანსპორტით – „დიდგორი მედევაკი“, პირველადი ქირურგიული დახმარების აღმოჩენა და შემდგომი ჰოსპიტალიზაცია. საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რაც ტაქტიკურ პირობებში ქვედანაყოფებისთვის ეფექტიანი სამედიცინო მხარდაჭერის გაწევას უზრუნველყოფს. პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულის მიერ გაშლილი საველე ჰოსპიტალის (ROLE2F) მუშაობას ნატოელი სამედიცინო…

წაიკითხეთ მეტი

ალექსანდრე ტაბატაძემ სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და თავდაცვის ძალების დღე მიულოცა სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და მათ ოჯახებს. „თავდაცვის ძალები არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო და ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების გარანტი. მინდა თავდაცვის ძალების დღე მივულოცო ჩვენს სამხედროებს, რომლებიც თავდადებითა და ღირსებით ემსახურებიან ქვეყანას, ჩვენს ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას…

წაიკითხეთ მეტი

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი – „პერსონალის სწავლების პროგრამა“ დაიწყო

კურსი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა გაგრძელდება და უწყებათშორისი გახდება. კურსი პირველად ტარდება და მის მიზანს კანონით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად შესასრულებლად, გენერალური ინსპექციის სხვადასხვა რანგის თანამშრომლების პროფესიული გადამზადება-სერტიფიცირება და მათთვის პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. პროგრამა სამი ძირითადი მოდულისგან შედგება და მსმენელებისთვის კონცეპტუალური და…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს თავდაცვის უწყება „ნატო-საქართველოს სწავლებას 2025“ მასპინძლობს

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ბერატ ტელიმ სწავლების დაწყება მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მათ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს აღსრულების პროცესში წარმატებები უსურვეს. სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და ბრიგადის…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ტამაშ ვარგას შეხვდა

პაატა პატიაშვილმა უნგრელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაუსვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს; მხარეებმა ისაუბრეს უნგრეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის…

წაიკითხეთ მეტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელთა, გამომძიებელთა და მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების ჯგუფების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა, ლელა ჩიქოვანმა, რომელმაც კურსდამთავრებულებს პროფესიული საქმიანობის დაწყება მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზგასმით ისაუბრა პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე, სამართალდამცავ სისტემაში მათი როლისა და იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესახებ, რაც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვას უკავშირდება. რექტორმა კურსდამთავრებულებს წარმატებული კარიერული გზა უსურვა. 45 კურსდამთავრებულისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს…

წაიკითხეთ მეტი

25 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის განახლებულ ბაზაზე – „ვარციხე“ აღნიშნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »