რუსთაველი ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
სპორტული წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორია რუსთავიდან — ალექსანდრე წივწივაძემ რუმინეთის ქალაქ ბასკოვში გამართულ კანოეს სპრინტის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს სახელით ღირსეული შედეგი აჩვენა.
ჩემპიონატი იუნიორებსა და 23-წლამდელ სპორტსმენებს შორის ტარდება და მასში ევროპის მასშტაბით 30 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მაღალი კონკურენციის პირობებში, ალექსანდრემ 500-მეტრიანი დისტანცია მხოლოდ 1:50.915 წამში დაფარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა საპატიო მეორე ადგილის დასაკავებლად.
წივწივაძის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი სპორტსმენების შესაძლებლობებს საერთაშორისო არენაზე. მისი შედეგი არა მხოლოდ რუსთავისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის დიდ წარმატებად ითვლება და ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითის მიმცემი ხდება.
აღსანიშნავია, რომ კანოეს სპრინტი საკმაოდ რთულია, სადაც გამარჯვება მოითხოვს როგორც ფიზიკურ გამძლეობას, ასევე ზუსტ ტექნიკას და სისწრაფეს. ალექსანდრე წივწივაძის ვერცხლის მედალი მოწმობს, რომ მას ყველა ეს თვისება სრულყოფილად აქვს განვითარებული.
მისი წარმატება მოტივაციას აძლევს უამრავ ახალგაზრდას, რომ ყოველდღიური შრომით, მიზანდასახულობითა და რწმენით შესაძლებელია საკუთარი ოცნების რეალიზება საერთაშორისო ასპარეზზე.
წარმატებები ალექსანდრეს და კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს სახელით!
