თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი – „პერსონალის სწავლების პროგრამა“ დაიწყო

კურსი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა გაგრძელდება და უწყებათშორისი გახდება.

კურსი პირველად ტარდება და მის მიზანს კანონით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად შესასრულებლად, გენერალური ინსპექციის სხვადასხვა რანგის თანამშრომლების პროფესიული გადამზადება-სერტიფიცირება და მათთვის პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. პროგრამა სამი ძირითადი მოდულისგან შედგება და მსმენელებისთვის კონცეპტუალური და სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზის, ფუნქცია-მოვალეობების, ანალიზისა და ქცევითი კომპეტენციების განვითარებისთვის საჭირო მეთოდიკის შესწავლასა და უნარების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

პერსონალის სწავლების ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და სხვა წარმომადგენლები, ეროვნული უსაფრთხოების, ოპერატიული ფსიქოლოგიის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების სფეროების ექსპერტები მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ და თემატურად შერჩეულ აქტუალურ საკითხებზე მათთან ერთად იმსჯელებენ. აღნიშნული კურსის ჩამოყალიბებასა და ორგანიზებაში ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდია და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური (ODC) არიან ჩართული.

სწავლება ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის პრინციპით, ლექციების, დისკუსიების, დებატების, კონკრეტული შემთხვევების ანალიზის, სიტუაციური სიმულაციური თამაშების რეჟიმში წარიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading