მსჯავრდებულებსა და კალათბურთის სამოყვარულო ლიგის გუნდის წევრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. ამჯერად №16 დაწესებულებაში კალათბურთის სამოყვარულო ლიგის გუნდის წევრებსა და მსჯავრდებულებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

სპორტული აქტივობები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას, რაც მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნებასა და ინტეგრაციაში დაეხმარება.

ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია, რომელიც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვას ითვალისწინებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading