რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის განცხადება!
“‘მშობლებო, ბავშვებო და ახალგაზრდებო,
გაცნობებთ, რომ რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი ღირებულებითი და ფასეულობითი შეუთავსებლობის გამო წყვეტს თანამშრომლობას ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან. შესაბამისად, ვიხსნით პასუხისმგებლობას მათ მიერ სამომავლოდ განხორციელებული სკაუტური აქტივობების შინაარსზე, ხარისხზე და უსაფრთხოებაზე.
ჩვენი ცენტრი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სკაუტური პროექტების განხორციელებით.
მუდმივად განახლებად ინფორმაციას დაგეგმილი აქტივობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ. გვერდსა და სოციალური ქსელების ანგარიშებზე.
გმადლობთ ნდობისთვის და ჩართულობისთვის!”
რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი მენეჯმენტი.