დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე მოვლენებზე: „ისინი იწყებენ წითელი ხაზის გადაკვეთას“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვითარებას ვაშინგტონი სერიოზულად აფასებს. მისი თქმით, ირანში მოკლულები არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა დაეღუპათ.
„ისინი იწყებენ „წითელი ხაზის“ გადაკვეთას და, როგორც ჩანს, მოკლულები არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა მოეკლათ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები შესაძლო რეაგირების რამდენიმე ძლიერ ვარიანტს განიხილავენ.
„ისინი მოძალადეები არიან – თუ მათ ლიდერებს უწოდებთ, არ ვიცი, არიან ისინი ლიდერები თუ უბრალოდ ძალადობით მართავენ? ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. სამხედროები სწავლობენ ამ საკითხს და ჩვენ რამდენიმე ძალიან ძლიერ ვარიანტს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანში მიმდინარე დემონსტრაციების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.