ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს – მსახიობი დაკავებული არ ყოფილა

თურქი მსახიობი ჯან იამანი იტალიურ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს, საჯაროდ გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო.

მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მის მიმართ არასწორი ინფორმაცია წლების განმავლობაში ვრცელდება, თუმცა განსაკუთრებული უკმაყოფილება იტალიური პრესის მიმართ გამოთქვა, რომელმაც მისი თქმით, დაუზუსტებელი ცნობები გადააკოპირა.

ჯან იამანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის დაკავებული არ ყოფილა. მისი თქმით, მსგავს ბრალდებებს საფუძველი რომ ჰქონოდა, ვერ შეძლებდა მოკლე დროში გათავისუფლებას და მით უმეტეს – მეორე დღეს იტალიაში დაბრუნებას.

„მართლა გგონიათ, რომ იმ პერიოდში, როცა პოლიცია მასშტაბურ გამოძიებებს ატარებს და ცნობილ ადამიანებს აკავებს, მე ღამის კლუბებში აკრძალული ნივთიერებებით ვივლიდი?“ – წერს მსახიობი ინსტაგრამზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading