ჯივიპი რუსთავში წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას ახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (ჯივიპი) ქალაქ რუსთავში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტებს აგრძელებს.

ამჟამად სამუშაოები მოიცავს როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე მოძველებული წყალარინების ქსელების განახლებას.
უკვე დასრულებულია რუსთაველის გამზირის N46-თან არსებული ქსელის რეაბილიტაცია, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებასა და გრანელისა და გიორგაძის ქუჩებზე.

🔹 პარალელურად ხორციელდება ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების ახალი მაგისტრალის მოწყობის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 2.5 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენის მონტაჟი.

🔹 წლეულს რუსთავში სარეაბილიტაციო პროექტები 19 ლოკაციაზე განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს.

🔹 პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონ ლარს შეადგენს.

ჯივიპი ასევე ახორციელებს ქსელების სადიაგნოსტიკო სამუშაოებს, რაც წყლის დანაკარგების შემცირებასა და ფარული ჟონვების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. დაზიანებული მონაკვეთები ეტაპობრივად იცვლება.

კომპანია მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოსახლეობას ყველა ეტაპზე აწვდის დეტალურ ინფორმაციას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading