ბრიჯიტ ბარდო სენ-ტროპეში დაკრძალეს – მსახიობის მეუღლემ მისი უკანასკნელი სიტყვები და გარდაცვალების მიზეზი გაამხილა

ფრანგული კინოს ლეგენდისა და სექს-სიმბოლოს, ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვის ცერემონია სენ-ტროპეში გაიმართა. მსახიობი ერთი კვირის წინ, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოსამშვიდობებელი ღონისძიება დახურული ფორმატით ჩატარდა და მას ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბრიჯიტ ბარდოს მეუღლის, ბერნარ დ’ორმალის განცხადებით, მსახიობი კიბოს დაავადებას ებრძოდა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ორი ოპერაციაც გადაიტანა. მისი თქმით, ბარდო ბოლო პერიოდში ძლიერ ტკივილს განიცდიდა და სიცოცხლის დასრულებას ხშირად ახსენებდა. მსახიობმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები სენ-ტროპეში, საკუთარ მამულში – ლა მადრაგში, მეუღლესა და შინაურ ცხოველებთან ერთად გაატარა.

დ’ორმალმა Paris Match-თან ინტერვიუში გაიხსენა ბრიჯიტ ბარდოს უკანასკნელი სიტყვები და აღნიშნა, რომ მსახიობი მშვიდად გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ ბარდოს ვაჟი ნიკოლა-ჟაკ შარიე ოჯახთან ერთად, ასევე მეგობრები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და ცხოველთა უფლებების დამცველები. მსახიობის სურვილის შესაბამისად, მისი დაკრძალვა ქალაქის სასაფლაოზე არ მომხდარა – საბოლოო განსასვენებლად ლა მადრაგის მამულის ბაღი შეირჩა, სადაც ასევე დაკრძალულია მისი საყვარელი ცხოველები.

ბრიჯიტ ბარდო მსოფლიო კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ რჩება. მან სამსახიობო კარიერა 1973 წელს დაასრულა და შემდგომ წლებში აქტიურად ეწეოდა ცხოველთა უფლებების დაცვას. 1986 წელს დაარსებული ბრიჯიტ ბარდოს ფონდი დღემდე აგრძელებს საქმიანობას.

მისი სურვილის მიხედვით, ლა მადრაგის მამული მომავალში მუზეუმად გადაიქცევა, რომლის შემოსავალიც ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading