⚠️ ბლოგერი იულია ბურცევა მოსკოვის კერძო კლინიკაში კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ გარდაიცვალა

ბლოგერი იულია ბურცევა მოსკოვის კერძო კლინიკაში ჩატარებული კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პროფესიული მოვალეობის არასათანადო შესრულებას და შედეგად სიკვდილის დადგომას გულისხმობს.

გამომძიებლების ცნობით, 4 იანვარს, ტოკმაკოვის შესახვევში მდებარე კერძო კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო და კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

📲 Telegram-არხების ინფორმაციით, ბურცევას დუნდულების გადიდების პროცედურა ჩაუტარდა, რის შემდეგაც მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

იულია ბურცევა 38 წლის იყო. ის Instagram-ზე იტალიაში ცხოვრებასა და ყოველდღიურობას აზიარებდა და 70 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading