აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ პირებს სიკვდილით დასჯის
ტრამპმა CBS News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები მიუღებელია და მასობრივი სიკვდილით დასჯა მძიმე შედეგებს გამოიწვევს რეჟიმისთვის.
„„თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს.
ჩვენ არ გვსურს იმის ნახვა, რაც ირანში ხდება. იცით, თუ მათ პროტესტის გამოხატვა სურთ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ როდესაც ათასობით ადამიანის მკვლელობას იწყებენ და ახლა ჩამოხრჩობაზე მეუბნებით, ვნახოთ, ეს როგორ დასრულდება მათთვის. ეს მათთვის კარგად არ დამთავრდება,გზაშია ბევრი დახმარება, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკური დახმარება ჩვენი მხრიდან, რაც თავად ირანს [რეჟიმს] დიდად არ წაადგება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
⚠️ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სახის ნაბიჯებს გადადგამს აშშ.