გარე განათების კაბელების ქურდობა რიკოთის მაგისტრალზე

ბოლო თვეების განმავლობაში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე დაფიქსირდა გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები. აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის გზაზე მოძრავი ავტომობილების უსაფრთხოებას და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

📍 13 იანვარს, მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე, რამდენიმე ასეული მეტრი განათების კაბელი მოიპარეს, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეცნობა და განხორციელდა შესაბამისი რეაგირება.

🚧 საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ შემთხვევაზე დაუყოვნებლივ ახორციელებს აღდგენით სამუშაოებს, თუმცა პროცესს დრო სჭირდება, რის გამოც გადაადგილების რისკი იზრდება.

📢 მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს.
გზის უსაფრთხოება ყველას პასუხისმგებლობაა!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading