ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან 1982 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ჯ., რომლებიც სამართალდამცველებმა გარდაბანსა და თეთრიწყაროში სხვადასხვა დროს დააკავეს.
🔍 ჩხრეკის შედეგად, მათი პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:
- „მეთადონი“
- „მარიხუანა“
- მცენარე „კანაფი“
⚖️ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.