ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 იანვარს ბათუმში სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა, დანის დემონსტრირებით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და მიმალვას შეეცადა. პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხა და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

⚖️ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading