ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულსა და მის მეგობრებს სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდათ ორ ძმასთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის შემდეგ მონაწილე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გ.გ. პოლიციამ მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნით გამოძიება გრძელდება.

⚖️ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading