ნარკოდანაშაულის ბრალდებით – ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან გერმანიის ფედერაციის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული მ.ჰ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ა.ქ.

სამართალდამცველებმა ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. პირადი და სამგზავრო ჩანთების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: კოკაინი, მეტამფეტამინი და პრეგაბალინი.

⚖️ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 261-ე პრიმა და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading