მარნეულში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ა.გ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მცირე ბიზნესით დაკავებულ 1967 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა და 4 000 აშშ დოლარს სთხოვდა.

⚖️ სამართალდამცველებმა ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading