ახმეტაში ავტომობილის ქურდობისთვის – ერთი პირი დაკავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგის ქუჩაზე, ფარულად დაეუფლა 1957 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
⚖️ სამართალდამცველებმა დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს, გ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნივთმტკიცებად ამოიღეს მოპარული ავტომობილი.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.