მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა „სარვანობის“ საორგანიზაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, სახალხო დღესასწაულ „სარვანობის“ საორგანიზაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიების მოსამზადებელი ეტაპი, ორგანიზაციული და ლოჯისტიკური საკითხები, რათა დღესასწაული მაღალ დონეზე ჩატარდეს.
„სარვანობა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართება. ადგილობრივებისა და სტუმრების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის მერია სპეციალურად გამოყოფილი უფასო ტრანსპორტით ყველა მსურველს მოემსახურება.
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „სარვანობა“ 1 აგვისტოს გაიმართება.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეონა ფარჯიანი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი.