ბათუმში ცივი იარაღით თავდასხმის ფაქტზე – ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2003 წელს დაბადებულ ა.დ.-ს სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა ცივი იარაღის გამოყენებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ა.ი. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.
⚖️ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.