გარდაბანში GWP-ის დასაქმების მხარდამჭერი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით – მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიების მიზანი იყო ტექნიკურ მიმართულებებზე ორიენტირებული სპეციალისტების შერჩევა და დასაქმება. შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ხელმისაწვდომ ვაკანსიებზე, პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები დაესვათ.
ინიციატივა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის პროფესიული რეალიზებისა და დასაქმების მიმართულებით, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე თემაა.
- შეხვედრამ ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და კომპანიასა და კადრებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას.




