ჟურნალისტ ფათიჰ ალთაილს ერდოღანის მიმართ მუქარის ბრალდებით 4.2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს

თურქეთის სასამართლომ ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი ფათიჰ ალთაილი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ მუქარის გამო 4.2 წლით თავისუფლების აღკვეთით დასაჯა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro და არასამთავრობო ორგანიზაცია MLSA ავრცელებენ.

ალთაილი ივნისის ბოლოს დააკავეს მას შემდეგ, რაც საკუთარ YouTube არხზე, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ოსმალეთის რამდენიმე სულთანი „მოკლული“ ან „გაგუდული“ იყო, როცა ხალხს არ სურდა მათი მმართველობა.

ჟურნალისტის განცხადებით:
„ოსმალეთის მრავალი სულთანი იყო გაგუდული, მოკლული ან თითქოს თავი მოიკლა, როცა ისინი არ მოსწონდათ, როცა ისინი არ უნდოდათ.“

სასამართლომ ეს განცხადება ერდოღანის მიმართ მუქარად შეაფასა და ალთაილი დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading