სკოლაში ვადაგასული საკვები აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს ჭავჭავაძის გამზირი N37-ში მდებარე სკოლისა და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტში.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერდა.

სააგენტო განაგრძობს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკების მონიტორინგს და მოქალაქეებს მოუწოდებს დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე – 1501.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading