პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია.


ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას 79-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანრი ოხანაშვილს ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ბატონ ანრის, საქართველოს პარლამენტის გამორჩეულ წევრს, აქამდე იუსტიციის გამორჩეულ მინისტრს, მსურს წარმატება ვუსურვო. დღევანდელ გამოწვევებით სავსე სამყაროში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს უწყებას. მსურს, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო საქმიანობისთვის.
სწორედ მათი დამსახურებაა, რომ უსაფრთხოების არცერთი რისკი, რომელიც რეალური იყო, არ განხორციელდა. დღეიდან ამ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი თქვენ იქნებით. თქვენი პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი ეჭვის ნატამალსაც არ გვიტოვებს, რომ შეძლებთ სრულად გაართვათ თავი ამ დიდ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ექვსი წლის ვადით აირჩიეს.


ანრი ოხანაშვილი დღემდე იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading