რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი სასწაულებრივად გადაურჩა

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — ერთმანეთს “ჰონდა”-ს და “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ “ჰონდა” ინერციით საცხობის მიმდებარე ბორდიურზე ავარდა. კამერებში ჩანს მამაკაცი, რომელიც იმ მომენტში ხაჭაპურს მიირთმევდა და ტერიტორიის დატოვება დროულად მოასწრო, რითაც ავარიას გადაურჩა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი მონაცემებით, “ჰონდა”-ს მძღოლი გადაადგილებისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რამაც ავარია გამოიწვია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading